საზოგადოება
24.03.2021 12:27
ტაქსით მგზავრობისას მგზავრთა რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა

ტაქსით მგზავრობისას რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა. GMnews-ის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობის დადგენილება გუშინ გამოქვეყნდა. საუბარია შეზღუდვაზე, რომლითაც ტაქსით გადაადგილებისას ავტომობილში მხოლოდ სამი პირის (მძღოლის ჩათვლით) ყოფნა იყო დასაშვები.

ერთადერთი შეზღუდვა რაც ტაქსით გადაადგილების შემთხვევაში კვლავ ძალაში რჩება, არის ის, რომ მძღოლიც და მგზავრებიც პირბადით უნდა იყვნენ აღჭურვილი.

კვირის ამბები