საზოგადოება
24.03.2021 11:18
საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 254 პირი

მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზე - Stopcov.ge - ცოტა ხნის წინ განახლებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 278 628-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.59 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.92%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 254 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 270 922-მდე.

სამწუხაროდ, დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 722 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 237 შემთხვევა, აჭარა - 29, იმერეთი - 51, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 22, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 958, საიდანაც 1 463 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 303, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 90 პირი. 180 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 315 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 265 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 632 მოქალაქე.

კვირის ამბები