ვაქცინაციის პროცესში, 25 მარტიდან რეგისტრაციის საშუალება ექნებათ როგორც სამედიცინო სფეროს მუშაკებს, ასევე 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს. რეგისტრაციის რიგის დაჯავშნისას, მოქალაქეს ექნება არჩევანის საშუალება ,,ასტრაზენეკასა" და ,,ფაიზერს" შორის.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაძლოა, მესამე კვარტლიდან ვაქცინა „ჯონსონი& ჯონსონიც“ ხელმისაწვდომი გახდეს.
,,ფაიზერი" და ,,ასტრაზენეკა" - ორივე ვაქცინა ავტორიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და აქვს საკმაოდ კარგი ხარისხის გარანტიები. არჩევანი აქ ალბათ უფრო სუბიექტურ მოლოდინებზე იქნება დამყარებული, ვიდრე რაიმე მყარ კონკრეტულ მეცნიერულ საფუძვლებზე, რა შემთხვევაში რომელია უპირატესი. საკმაოდ იმედისმომცემი პროგნოზები კეთდება ბაზარზე ახალი ვაქცინების შემოსვლასთან დაკავშირებით - „ნოვავაქსს“ კარგი პოზიცია აქვს, ასევე „ჯონსონი& ჯონსონიც“ უკვე კოვაქსის პლატფორმაზე გაჩნდა. მივიღეთ ინფორმაცია, რომ შესაძლებელია, მესამე კვარტილიდან ხელმისაწვდომი გახდეს „ჯონსონი& ჯონსონიც“ კოვაქსის პლატფორმით", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ