საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა საარაუდოდ ხვალ შემოვა, - ამის შესახებ UNICEF-ის წარმომადგენლობა იუწყება.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ვაქცინის 29 250 დოზა შემოვა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრეპარატის ტრანსპორტირების ტექნიკური დეტალები და დრო ახლა ზუსტდება, თუმცა, დიდი ალბათობით, ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ დაეშვება. ცნობისთვის, ვაქცინებს ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ვაქცინების პირველი პარტია - 43 200 დოზა - საქართველომ 13 მარტს მიიღო. აღნიშნული წარმოების ვაქცინის დამატებითი 86 400 დოზა ქვეყანაში აპრილში უნდა ჩამოვიდეს. პრეპარატების მოწოდებაში საქართველოს UNICEF-ი ეხმარება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში