სპორტი
06.11.2019 13:07
ბაღდათის ტურნირზე გორელმა მოჭიდავეებმა 9 მედალი მოიპოვეს
გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის თავისუფალი ჭიდაობის სექციის აღსაზრდელებმა, 3 ნოემბერს, ბაღდათში გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს. შეჯიბრში გორელ სპორტსმენებთან ერთად, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის გუნდები მონაწილეობდნენ. 

გორელმა ფალავნებმა შეჯიბრება 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. 
ოქროს მედლები ტარიელ საათაშვილმა (29 კგ) და ლუკა ტატიაშვილმა (44) მოიპოვეს, ვერცხლის მედალი ნიკა ხვედელიძეს (44) ერგო, ბრინჯაოს მედლებს კი, გიორგი ბარამაშვილი (26), გიორგი კურტანიძე (29), თორნიკე ქერდიყოშვილი (38), ირაკლი თევზაძე (53), გიორგი ივანიძე (59) და ვანო მიღრიჯანაშვილი (66) დაეუფლნენ. 
კვირის ამბები