საზოგადოება
23.03.2021 11:23
საქართველოში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 299 პირი

მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზე - Stopcov.ge - ცოტა ხნის წინ განახლებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 278 178-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.61 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.82%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 299 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 270 668-მდე.

სამწუხაროდ, დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 714 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 528 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 265 შემთხვევა, აჭარა - 42, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 20, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 770, საიდანაც 1 467 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 299, მათ შორის  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი. 179 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 124 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 203 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი იმყოფება 6 660 მოქალაქე.

კვირის ამბები