საზოგადოება
23.03.2021 10:22
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 124 მილიონს გადააჭარბა, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობით აშშ-ი ლიდერობს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 124 მილიონს გადააჭარბა და 124,300,248-ს შეადგენს.

შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები Worldometers-ზეა განთავსებული.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსისგან 100,282,210 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 2,735,346-ს მიაღწია.

ვირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 30,576,962 შემთხვევაა გამოვლენილი. მეორე ადგილზეა ბრაზილია - 12,051,619 შემთხვევით, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილს ინდოეთი და რუსეთი იკავებენ.

კვირის ამბები