საზოგადოება
22.03.2021 23:46
პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება

სოფელ ხურვალეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი დათა ვანიშვილი ,,სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება, - ამის შესახებ ინფორმაცია  პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააავრცელა.

„დათა ვანიშვილის დაჯილდოების საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი გარდაცვალებისთანავე იქნა განხილული. პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება. დაჯილდოების ცერემონია, 9 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართება”, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართების მეორე მხარეს არსებულ სასაფლაოზე დათა ვანიშვილი დღეს დაკრძალეს. 

კვირის ამბები