საზოგადოება
22.03.2021 16:08
„ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლის შემდეგ, მოქალაქეები აცრისას სასურველი პრეპარატის არჩევას შეძლებენ - ჯანდაცვის მინისტრი

ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლის შემდეგ, მოქალაქეები სასურველი პრეპარატის არჩევას შეძლებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში 29 500 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, ხოლო მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ, თუ რომელი ვაქცინა გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ.

„თანაბრობისა და სოლიდარობის პრინციპი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რომელიც გააჩნია ჯანდაცვის სფეროს და რომელსაც მსოფლიო იზიარებს. შესაბამისად, ყველა ვაქციანა იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვს და ჩვენი მოქალაქები შეძლებენ თავად აირჩიონ, თუ რომელი ვაქცინა გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ.

გარდა ამისა, დოზებთან მიმართებაში არაფერი შეცვლილა, 29 500 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა საქართველოში, თუმცა ჩვენ ველოდებით კონკრეტული რეისის ნომერს, რომ საზოგადოებას ვაცნობოთ ზუსტი თარიღი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

კვირის ამბები