საზოგადოება
22.03.2021 12:43
მამუკა საღარეიშვილი - დათა პაპა იყო და რჩება ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ

დათა პაპა იყო, რჩება ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ, - ამის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო რწმუნებულ-გუბერნატორმა, მამუკა საღარეიშვილმა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო  ხაზს მიღმა გარდაცვლილი დათა ვანიშვილის დაკრძალვასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარისას განაცხადა.

გუბერნატორის თქმით, როგორც სამხარეო ადმინისტრაცია, ისე გორის მუნიციპალიტეტის მერია, თანადგომას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

„პირველ რიგში, ყველა ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დათა ვანიშვილის, იგივე დათა პაპას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. დათა პაპა იყო, რჩება ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ, როგორც უშიშარი და ღირსეული ადამიანი. ჩვენ, როგორც სამხარეო ადმინისტრაცია, ისე გორის მუნიციპალიტეტის მერია, თანადგომას ვუცხადებთ მის ოჯახს“, - განაცხადა მამუკა საღარეიშვილმა.

შეგახსერნებთ, რომ სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრები დათა ვანიშვილი 19 მარტს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კვირის ამბები