ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივ ჯგუფებს ამატებს. 65 წელს ზემოთ მყოფ პირებს რეგისტრაციის გავლა 25 მარტიდან შეეძლებათ.
„ყველამ ვიცით, რომ სწორედ 65 წელს ზემოთ მყოფ პირები არიან მოწყვლადი ჯგუფები, ამიტომ, გადავწყვიტეთ, მათი ვაქცინაციის პროცესი დავაჩქაროთ. ზემოხსენებულ კატეგორიაში შემავალ პირებს რეგისტრაციის გავლა შესაბამის საიტზე შეეძლებათ. პორტალი ამ მოქალაქეებისთვის ღია 25 მარტიდან გახდება,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პანდემიის დასაძლევად ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში შეუფერხებლად გაგრძელდება. მას შემდეგ კი, რაც საქართველოში ფაიზერის ვაქცინა შემოვა, მოქალაქეებს ვაქცინის არჩევის საშუალება მიეცემათ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში