საზოგადოება
22.03.2021 12:41
დათა პაპა არის ქართველი კაცის სულით უტეხობის სიმბოლო - ირაკლი ანთაძე

დათა პაპა არის არა მხოლოდ ოკუპაციის, არამედ, ქართველი კაცის სულით უტეხობის სიმბოლო, - აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური ტეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ დათა ვანიშვილის დაკრძალვის ცერემონიალთან დაკავშირებით ხურვალეთში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გარდაცვლილის ახლობლების ე.წ. საზღვარზე დროებით გადასვლის საკითხთან დაკავშირებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან, არსებული არხების მეშვეობით კომუნიკაცია დამყარებულია, თუმცა, საბოლოო დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.    

„თავდაპირველად, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ღრმა მწუხარება დათა პაპას გარდაცვალების გამო, ადამიანის, რომელიც არის არა მხოლოდ ოკუპაციის, არამედ, ქართველი კაცის სულით უტეხობის სიმბოლო. დღეს მას მიიბარებს ქართული მიწა. რაც შეეხება გარდაცვლილის ახლობლების ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის საკითხს, კომუნიკაცია დამყარებულია არსებული არხების მეშვეობით, თუმცა, საბოლოო კონფიგურაცია, ანუ საბოლოო დეტალები ჩვენთვის არ არის ცნობილი“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.    

კვირის ამბები