საზოგადოება
20.03.2021 17:39
კოვიდინფექციის დადასტურების გამო, გორის მე-19 საბავშვო ბაღის ერთი ჯგუფი თვითიზოლაციაშია, დროებით არ ფუნქციონირებს ტყვიავისა და მარანის ბაღები

გარკვეული სიმპტომების ფონზე ჩატარებული ტესტირებისას, გორის მე-19 საბავშვო ბაღის აღსაზრდელს კოვიდინფექცია დაუდასტურდა.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განცხადებით, შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე, საბავშვო ბაღის აღნიშნული ჯგუფი და აღმზრდელები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

,,ერთ-ერთ აღსაზრდელს დაუდასტურდა კოვიდ-19, შესაბამისად, აღნიშნული ჯგუფის ყველა აღსაზრდელი და ასევე, ორი აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე გადავიდნენ თვითიზოლაციაში. ამ ჯგუფის ოთახსა და დერეფნებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. ბავშვს კომუნიკაცია არ ჰქონია სხვა ჯგუფებთან, რის გამოც საჭირო არ გახდა საბავშო ბაღში მუშაობის სრულად შეჩერება. აღნიშნულის გარდა, მოგეხსენებთ, უსაფრთხოების მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. სწორედ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა კიდევ ორი შემთხვევა - სოფელ მარანასა და ტყვიავში საბავშვო ბაღის თანამშრომლებს დაუდასტურდათ კორონავირუსული ინფექცია, რის გამოც, ამ დროისთვის, შეჩერებულია ორივე სოფლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ფუნქციონირება", - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.

 

კვირის ამბები