ძალიან ვწუხვარ, დათა პაპას გარდაცვალების გამო, - აღნიშნული სამძიმრის განცხადებით გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართებს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
კონსტანტინე თავზარაშვილი აღნიშნავს, რომ გორის მერია მზადაა დაკრძალვისთვის ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინოს ოჯახს.
„ძალიან ვწუხვარ, დათა პაპას გარდაცვალების გამო, სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ დღემდე გრძელდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ამას ადამიანები ეწირებიან.
მინდა სამძიმარი ვუთხრა ოჯახს და ჩემი გულწრფელი მწუხარება გამოვხატო. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ გორის მერია მზადაა დაკრძალვისთვის ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინოს ოჯახს“, - ნათქვამია კონსტანტინე თავზარაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ხურვალეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 88 წლის დათა ვანიშვილი დღეს გარდაიცვალა.