საზოგადოება
19.03.2021 11:59
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმული ბენეფიციარებისთვის საპილოტე პროექტი განხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტის განხორციელება იგეგმება, რომლის მეშვეობითაც იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ხანდაზმულებს სხვადასხვა სერვისს შესთავაზებს. ორგანიზაციის წარმომადგენლები ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, უკვე შეხვდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერს და სამომავლო გეგმები გააცნეს.

„პროექტის ფარგლებში შეირჩევა რამდენიმე დასახლება, სადაც დაფუძნდება ე.წ. „მხარდაჭერის სახლები“ რომლებიც შექმნიან და განახორციელებენ შინმოვლის ინტეგრირებული მომსახურების მოდელებს, ასევე ჩამოყალიბდება კერები, სადაც მოხდება მომვლელების კომპეტენციის განვითარება, კონსულტირება და ღონისძიებების დაგეგმვა,“ - ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ორგანიზატორების თქმით, პროექტი ავსტრიულ მეთოდს დაეყრდნობა და საქართველოს მსგავსად, სოციალური პროგრამის ანალოგიური მოდელი ბოსნია-ჰერცოგოვინაში განხორციელდება.

 

კვირის ამბები