მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზე - Stopcov.ge - გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 276 796-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.51 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.51 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.37%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 242 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 269 626-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 683 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 164 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 22, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 13, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 461, საიდანაც 1 434 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 271, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 873 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 235 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი იმყოფება 5 574 მოქალაქე.