საზოგადოება
05.11.2019 23:20
შემიძლია ყველგან ვთქვა - მამაჩემი გმირია...

,,ჩემი გმირი არის მამაჩემი, ის იყო 2008 წლის შინდისის ომში, ის საქართველოსთვის ომობდა", - ეს სიტყვები სკოლის მოსწავლეს, 12 წლის ნატა ცანავას ეკუთვნის. 
,,ჩემი გმირი" - ამ სათაურით მიცემულ სასკოლო დავალებაში გოგონამ მამაზე დაწერა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა და გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისთან მომხდარი უთანასწორო შეტაკებისას, დაჭრილი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გადაარჩინეს სიკვდილს.
პატარა გოგონას გმირი მამა თენგო ცანავაა. ნატა ცანავას ეს სასკოლო დავალება სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში" გავრცელდა.
ნატა წერს, რომ მამა ომში დაიჭრა და უმძიმესი დღეები გამოიარა, შინდისის ბრძოლაზე გადაღებული ფილმის ნახვის შემდეგ კი, განცდები კიდევ უფრო მეტად გაუმძაფრდა.სწორედ ამ ემოციებზე წერს მოსწავლე გოგონა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის განაპირას, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი უთანასწორო შეტაკებისას, 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა, რამდენიმე კი, მძიმედ დაიჭრა. დაჭრილები შინდისელებმა გადაარჩინეს.

კვირის ამბები