კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მორიგ ეტაპზე, დღეიდან, კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა დაშვებულია. რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება 1-ლი აპრილიდან მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კონოთეატრებს.
„საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კონოთეატრებს. უკვე ხვალიდან, 19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში. ასევე, მოგეხსენებათ, რომ 28 მარტს დაგეგმილია საქართველო- ესპნაეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მასზე მაყურებლის დასწრება, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით, სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%,“ - აღნიშნულია საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციაში.
რაც შეეხება გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას, 21:00 საათიდან 05:00 საათიდამდე გადაადგილება კვლავ შეზღუდულია.