ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვის, ე.წ კომენდატის საათის მოხსნა დღის წესრიგში დგას.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ჩამოდიან ტურისტები, რომელთაც სურთ ქვეყანაში მეტი დროის გატარება, შესაბამისად, მთავრობა ე.წ კომენდატის საათის მოხსნის საკითზე იმსჯელებს.
„ძალიან მიხარია, რომ უკვე პრობლემა არა ის არის, რომ ჩამოვლენ თუ არა ტურისტები, არამედ ყველას ერთობლივი ძალისხმევით ტურისტები უკვე ჩამოდიან და მათ უნდათ, მეტი დრო გაატარონ თბილისის სხვადასხვა დაწესებულებებში. ჩვენ ეს კარგად გვესმით, ამიტომ ზემოხსენებულ საკითხზე ვიმსჯელებთ. მოგეხსენებათ, ე.წ. კომენდატის საათი, ეს არის ერთ-ერთი, იმ შეზღუდვებს შორის, რაც დარჩა. ჩვენ გარკვეულ სიფრთხილეს ვიჩენთ მასთან მიმართებაში, მაგრამ ამ შეზღუდვის მოხსნა ნამდვილად დგას დღის წესრიგში და ამ საკითხს მივუბრუნდებით “, - განაცხადა ნათია თურნავამ.