საზოგადოება
17.03.2021 13:15
საზოგადოებამ დაიჯერა რომ ვირუსზე გავიმარჯვეთ, რამაც შეიძლება პრობლემები ისევ შექმნას -გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ვაქცინაციის გეგმა ვერ შესრულდება და მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს, ისევ არის იმის საშიშროება, რომ ეპიდაფეთქებები დაიწყოს  და გარკვეული შეზღუდვები კვლავ დაწესდეს.

გამყრელიძის თქმით, მოსახლეობაში პირბადის ტარების მაჩვენებელიც საგრძნობლად დაეცა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით, ეპიდვითარება არ გაუარესებულა,  ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა შესაძლოა, გარკვეული სიგნალი იყოს.

„პირდაპირ გეტყვით, თუ ვაქცინაციის გეგმა ვერ შევასრულეთ, მიზეზებზე რომ  აღარ ვისაუბრო, რა თქმა უნდა, საშიშროება იმისა, რომ ეპიდაფეთქებები იყოს და ისევ გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს, ნამდვილად იქნება. არადა, საზოგადოება აშკარად მოეშვა, ისევ არის ტენდენცია იმისა რომ ხალხმა ვირუსზე გამარჯვება დაიჯერა როგორც ზაფხულში და ამან შეიძლება პრობლემები ნამდვილად შექმნას. ამავე დროს, კონტროლის მექანიზმების მოსუსტებაცშეინიშნება, სწორედ ამიტომ, მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ

 

 

კვირის ამბები