გორში, წმინდაწყლის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნულ შენობაში დევნილების შესახლების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა, 2014 წელს შენობის ნაწილი ჩამოინგრა. მას შემდეგ, ობიექტი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა და გორის მუნიციპალიტეტის მერიას მხოლოდ გასულ წელს გადაეცა.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ამ ეტაპზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ობიექტის ფასის დადგენა მიმდინარეობს, რათა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შეძლოს მისი დემონტაჟის პირობით გასხვისება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში