საზოგადოება
16.03.2021 13:24
დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების მიზნით, ჯამში, 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება. გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი ოდენობა არაუმეტეს 4000 ლარს შეადგენს.

„სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა,  შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემას, პროფესიული განათლებით, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. პროგრამაში მონაწილეობა  საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ  ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით. განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 4 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება“, - აცხადებენ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.

გრანტის, პროფესიული განათლების ხელშეწყობის, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის  მოთხოვნით განაცხადების მიღება, გორში, სამების ქ. N1-ში დებარე დაწესებულებაში მიმდინარეობს.

განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info @ idp.gov.ge

 

 

 

 

კვირის ამბები