ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 275 685-მდე გაიზარდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 128 პირი. მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 268 693-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 658 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 79, ქვემო ქართლი - 28, შიდა ქართლი - 29, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 308, საიდანაც მძიმე პაციენტია 258.