ტურიზმი
16.03.2021 10:57
გორის მუნიციპალიტეტში მოსანახულებელ ტურისტულ ობიექტებს კიდევ ერთი რეაბილიტირებული ძეგლი - „კიკილაანთ“ ეკლესია შეემატა

კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ფონდ „ქართუს“-თან თანამშრომლობის პორობებში, შეუფერხებლად წარმართა არქიტექტურული ძეგლების საპროექტო დოკუმენტაციების მომზადების, სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების, ინფრასტრუქტურული მოწყობის, სამეცნიერო კვლევისა და ინვენტარიზაციის პროცესები, - აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

ერთ-ერთი ისტორიული ძეგლი რომლის რეაბილიტაციაც უწყების მიერ გასულ წელს განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მდებარე, წმიდა გიორგის სახელობის ტაძარია, რომელსაც ადგილობრივები  „კიკილაანთ“ ეკლესიის სახელით მოიხსენიებენ.

GMnews-ის ინფორმაციით, რიყის ქვით ნაგები, გვიანდელი ფეოდალური ხანით დათარიღებული, დარბაზული ტიპის ეკლესია მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული და შემორჩენილი იყო მხოლოდ კედლის ფრაგმენტები.

 

 

კვირის ამბები