ქართული სამზარეულო ცნობილია გემრიელი კერძებით, თუმცა, საგრძნობი განსხვავებაა ქვეყნის რეგიონულ სამზარეულოებს შორის.
შიდა ქართლის სამზარეულო განსაკუთრებით განთქმულია წვნიანებითა და შეჭამანდებით - შინდის, დოსა და ღოლოს შეჭამანდი, პურის ხარჩო - ეს ის კერძებია, რომელიც ამ რეგიონში განსაკუთრებულად მზადდება.
დღეს, ღოლოს შეჭამანდის რეცეპტს შემოგთავაზებთ.
ღოლოს შეჭამანდის მოსამზადებლად შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ: 200 გრ. ხმელი ღოლო 200 გრ. გატარებული ნიგოზი, 2-3 კბილი ნიორი, 2 ს.კ ფქვილი, მცენარეული ცხიმი, მარილი.
მომზადების წესი: ცივ წყალში გარეცხეთ ღოლოს ფოთლები. ჩააწყეთ ზომიერად მარილიან მდუღარე წყალში, კარგად მოხარშეთ და გადაწურეთ. გაცივებული ფოთოლი კარად გაწურეთ ხელით, დაკეპეთ ან დაჭერით წვრილად, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 2 ლ. წყალი და წამოადუღეთ. მცენარეულ ცხიმს შეაზილეთ ფქვილი, ჩაამატეთ ღოლოს კერძს და თან გამუდმებით ურიეთ, ვიდრე შესქელდება. კერძს ფქვილის სუნი რომ დაეკარგება, ჩაამატეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში გახსნილი ნიგოზი, ნიორი და მარილი.10-15 წუთის დუღილის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. სუფრაზე მიტანის წინ ლოღოს კერძს შეგიძლიათ მოასხათ ნიგვზის ზეთი ან წყალში გახსნილი ნიგვზის სქელი მასა.