კოვიდ 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების პირველ დღეს, ვაქცინით ჯანდაცვის სექტორის 668 თანამშრომელი აიცრა.
ამ დროის მონაცემებით, სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე - booking.moh.gov.ge უკვე დარეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორის 4202 წარმომადგენელი.
ვაქცინაციის პროცესი დაიწყო შიდა ქართლშიც. გორის ორ კლინიკაში - სამხედრო ჰოსპიტალსა და სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში" 40 პირი აიცრა.
რეგიონი უზრუნველყოფილია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 2600 დოზით. „გორმედის" და სამხედრო ჰოსპიტალის გარდა, 17 მარტიდან ვაქცინაციის პროცესი კასპში, ქარელსა და ხაშურშიც დაიწყება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში