საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდა.
დღეიდან, 15 მარტიდან, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით, ფუნქციონირება სპორტულმა დარბაზებმა განაახლეს, ასევე, დღეიდან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში, სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგება და განახლდება სასკოლო წრეები.
ვარჯიშის/რეპეტიციების განახლებას შეძლებენ თეატრები, სპორტული კლუბები და პროფესიული ანსამბლებიც. საქმიანობის სრულად აღდგენას კი, რაც თეატრალური წარმოდგენებისა და სპორტული შეჯიბრებების მაყურებლის დასწრებით გამართვას გულისხმობს, 1–ლი აპრილიდან დაიშვება.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში