საზოგადოება
15.03.2021 11:04
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი ამოქმედდა

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი: 15 22 ამოქმედდა. როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ცხელი ხაზის ამოქმედების მიზანი მსურველების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა.

ცხელი ხაზი - 15 22 , 24 საათის განმავლობაში იმუშავებს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასო იქნება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო ელექტრონული სახელმძღვანელოც  შეიქმნა, სადაც აცრების პირველ ეტაპზე ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად შერჩეული პირველი პრიორიტეტული ჯგუფის - ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დარეგისტრირდებიან.

კვირის ამბები