პირველ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა, რითაც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ვაქცინის შემდეგი დოზების მიღებისთანავე, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ვაქცინაცია დაიწყება.
„ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში უკვე ჩამოვიდა. პირველ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა, რითაც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყება. გრძელდება მოლაპარაკებები ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან და სხვადასხვა მწარმოებლებთან. უახლოეს მომავალში, ვაქცინის შემდეგი დოზების მიღებისთანავე, გაგრძელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ვაქცინაცია“, - წერს სოციალურ ქსელში მთავრობის ხელმძღვანელი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში