საზოგადოება
13.03.2021 11:31
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 274 721-ს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 240 პირი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 268 004-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 643 პირი ემსხვერპლა.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 58, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 16, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 048, საიდანაც მძიმე პაციენტია 262 პირი, მათ შორის, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 74 პირი.

კვირის ამბები