სამართალი
12.03.2021 15:18
გორში, სტალინის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. სტალინის ქუჩაზე მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი. სასწრაფო დახმარების ჯგუფს დაშავებული კლინიკაში ამ წუთებში გადაჰყავს.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.

როგორც GMnews-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კვირის ამბები