საზოგადოება
12.03.2021 15:06
გორში ხვალიდან გამოიამინდებს, სინოპტიკოსების ინფორმაციით, 4 დღის განმავლობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

ხვალიდან, ოთხი დღის განმავლობაში, გორში უნალექო ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.

ხვალ, 13 მარტს, გორის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, ნახევრადღრუბლიანი უნალექო ამინდი დაფიქსირდება, ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +6 გრადუუს მიაღწევს, თუმცა, დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი ღამის საათებში. მეტეოროლოგების ცნობით, 13 მარტს, ღამით, -1, -4 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი.

ღამის საათებში ყინვა შენარჩუნდება 14 და 15 მარტსაც, დღისით კი ჰაერი +7, +9 გრადუსამდე გათბება.

უახლოესი დღეების განმავლობაში, ყველაზე მაღალი ტემპერატურა და მზიანი ამინდი მოსალოდნელია 16 მარტს + 15 გრადუსი. 17 მარტიდან კი, გორის მუნიციპალიტეტში კვალვ ნალექია ნავარაუდევი წვიმის და პერიოდულად თოვლჭყაპის სახით.

კვირის ამბები