საზოგადოება
12.03.2021 11:12
ვაქცინაციას სავარაუდოდ 15 მარტიდან დავიწყებთ, მომარაგებული გვაქვს ყველა მედიკამენტი და აღჭურვილობა პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისთვის - ცერცვაძე

ჩვენ მომარაგებული გვაქვს უკლებლივ ყველა მედიკამენტი და აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია იმ შემთხვევაში თუ ერთეული შემთხვევები მოხდა გართულებების და მათ შორის, ალერგიული გართულების, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა, დიდი ალბათობით ორშაბათიდან დაიწყება.

„შერჩეული კლინიკები აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკით, მედპერსონალი კი, გადამზადებულია ერთი მხრივ ვაქცინაციის შეუფერხებლად წარმართვისთვის, მეორე მხრივ კი შესაძლო გართულებების მართვისთვის. ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია უკვე ის კლინიკებიც, სადაც იქნება ვაქცინაციის საიტები, მათ შორის, ერთ-ერთი პირველი იქნება ინფექციური საავადმყოფო, სადაც, სივრცის მოწყობა მოხდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, ისევე, როგორც ინვენტარისა და აღჭურვილობის. მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში აცრილების რაღაც პროცენტს უვითარდება გვერდითი მოვლენები, მათ შორის, ძალიან იშვიათად სერიოზული ალერგიული რეაქციებიც და ჩვენი ცენტრი, ისევე როგორც სხვა კლინიკები, მთლიანად მზად არის, როგორც ვაქცინაციის შეუფერხებლად წარმართვისთვის, ისე შესაძლო გართულებების გამოვლენის შემთხვევაში, მისი მართვისთვის. რაც შეეხება ვაქცინაციის დაწყებას, მინიმალური დაყოვნება იქნება ვაქცინის შემოტანის შემდგომ. შემოსვლას შაბათს ელოდებიან და რომ შემოვა, განბაჟებასა და აუცილებელ პროცედურებს დასჭირდება ერთი ან ორი დღე. ვვარაუდობთ, რომ ორშაბათიდან ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციას“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

 

კვირის ამბები