ვაქცინაციის პირველ ეტაპზე აიცრებიან ექიმები, შემდეგ კი დანარჩენი რისკ-ჯგუფები, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ გაწერილი გვაქვს კონკრეტული გრაფიკი, რომელიც ვაქცინაციის საბჭომ შეიმუშავა. პირველ რიგში აიცრებიან ექიმები და შემდეგ - დანარჩენი რისკ-ჯგუფები.
პირველ რიგში ვაქცინა გადანაწილდება დიდ ქალაქებში, რომელთა ჩამონათვალიც ასევე ცნობილია საზოგადოებისთვის. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ჩატარებულია ტრენინგები და მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა თავიდან იყოს აცილებული ყველა შესაძლო და სავარაუდო გართულება. ჩვენ მივყვებით არსებულ გეგმას, რომელიც უკვე გასაჯაროებულია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა.