საზოგადოება
11.03.2021 14:09
საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 13 მარტიდან მიიღებს

საქართველო შაბათიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს ეტაპობრივად მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ფაიზერის“ დოზების დაჩქარებული შემოტანის შესახებ.

„ამ ეტაპისთვის UNICEF-ის მხრიდან მიღწეული იქნა შეთანხმება AstraZeneca-ს ვაქცინის დაჩქარებულ მოწოდებაზე. მოწოდებული იქნება დათქმული დოზა - 43 200, რომელიც გადანაწილდება იმ პროტოკოლის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია COVID-ის ვაქცინაციის საბჭოს მხრიდან. შემდეგი არის Pfizer-ის ვაქცინა. ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მივაღწიოთ შეთანხმება, რომ Pfizer-ის ვაქცინის დაჩქარება მოხდეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

კვირის ამბები