მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე - Stopcov.ge - განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 594 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 065 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 529 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 395 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 274 045-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.50 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.83%.
ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 310 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 421-მდე.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 622 პირი ემსხვერპლა.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 395 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა - 21, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 28, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 17, კახეთი - 27, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 976, საიდანაც 1 324 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 275, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 74 პირი. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 519 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 252 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი, იმყოფება 5 493 მოქალაქე.