ტურიზმი
05.11.2019 15:18
ბისიის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად ინვესტორები უკვე გამოჩნდნენ
ბისიის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად ინვესტორები უკვე გამოჩნდნენ, აღნიშულ ინფორმაციას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი რობერტ მაღლაკელიძე ადასტურებს.
 
„მომზადებული გვაქვს ბიისის ხეობების განვითარების 3D მაკეტი, სადაც ჩანს, თუ როგორი უნდა იყოს ტერიტორიის დასასვენებელი და გასართობი ზონები, აღნიშნულ ტერიტორიას უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. პროექტი ითვალისწინებს პატარ-პატარა ხიდების, სასტუმრო ინფრასტრუქტურისა და კოტეჯების მოწყობას, რაც საკმაოდ მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის“ - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების უფროსი.
 
ტურიზმის განყოფილებამ ინვესტორების დასაინტერესებლად 3D მაკეტი, მიმდინარე წელს წარადგინა.
 
კვირის ამბები