საზოგადოება
10.03.2021 12:25
კორონავირუსის ინფექციის გავრცელების რისკის გამო შეჩერებული გეგმური ოპერაციები გორში ჩვეულ რეჟიმში განახლდა

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების რისკის გამო შეჩერებული გეგმური ოპერაციები გორში ჩვეულ რეჟიმში განახლდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო ქსელ ,,გორმედის" ადმინისტრაცია სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს.

,,კორონავირუსის ინფექციის გავრცელების რისკის გამო შეჩერებული გეგმური ოპერაციები  ჩვეულ რეჟიმში განახლდა. სამედიცინო ქსელ ,,გორმედის" გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში ტარდება გეგმური ქირურგიული, ანგიოქირურგიული, ოტორინოლარინგოლოგიური, მამოლოგიური, ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური, ოფთალმოლოგიური ოპერაციები", - აღნიშნულია კლინიკის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ჯანაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების რისკის გამო გეგმიური ოპერაციების ჩატარება და შესაბამისად - დაფინანსება პირველ მარტამდე შეჩერებული იყო.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პაციენტი არ იყო კოვიდინფიცირებულ, მიმართა კლინიკას და ჩაიტარა კონკრეტული ოპერაცია და ოპერაციის შემდეგ მას დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ამ მოტივით, გეგმურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდა.

კვირის ამბები