ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 513 ახალი შემთხვევიდან, კორონავირუსით ინფიცირების 44 დადასტურებული ფაქტი შიდა ქართლში გამოვლინდა.
უკვე მეორე თვეა, ინფიცირების შემთხვევათა ყოველდღიური მაჩვენებლით, რეგიონებს შორის შიდა ქართლი მეორე ადგილზეა (იმერეთის შემდეგ).
რაც შეეხება სხვა რეგიონების მაჩვენებლებს: იმერეთი - 88; შიდა ქართლი - 44; აჭარა - 30; ქვემო ქართლი - 15; გურია - 15; სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26; კახეთი - 16; მცხეთა-მთიანეთი - 7; სამცხე-ჯავახეთი - 3; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
შეგახსენებთ, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა საქართველოში 273 650-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა - 267 111. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 613 პირი ემსხვერპლა.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 900, საიდანაც მძიმე პაციენტია 266.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში