ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 22 127 კვლევის შედეგად, ვირუსით ინფიცირების 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 273 650-მდე გაიზარდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 96 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 111-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 613 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 513 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა - 30, იმერეთი - 88, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 44, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 900, საიდანაც მძიმე პაციენტია 266 პირი, მათ შორის, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 72 პაციენტი.