დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.
დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად, 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ჯამში, გრანტს 25 მეწარმე მიიღებს, რომლებიც მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ.
პროგრამაში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარისა და სვანეთის რეგიონებში ეწევიან.
GMnews-ის ინფორმაციით, ბიზნესგეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოში, მის ტერიტორიულ სამმართველოებში და შესაბამის მუნიციპალიტეტებში მიიღება. დაინტერესებულ პირებს, განაცხადის წარდგენა გორში, სამების ქუჩა N1-ში მდებარე დაწესებულებაში შეუძლიათ. ბიზნესგეგმისა გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზეც – info @idp.gov. ge .