საზოგადოება
09.03.2021 12:34
საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, პაციენტი ვირუსით დაახლოებით სამი თვის შემდეგ რეინფიცირდა.

„ამჟამინდელი მონაცემებით, ვირუსით რეინფიცირების, ერთი შემთხვევაა დადასტურებული. პაციენტს ვირუსით განმეორებითი ინფიცირება სამთვიანი შუალედით დაუდასტურდა. კვლევებით დადგინდა, რომ ერთი და იგივე შტამის მუტანტია. ორივე შემთხვევაში არის მსუბუქი მიმდინარეობა. რაც შეეხება ასაკს, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ პაციენტი ხანდაზმული არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კვირის ამბები