საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზე - Stopcov.ge - გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 6 351 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 3 464 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 887 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 139 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 273 137-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.63%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 129 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 015-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 601 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარაში - 3, იმერეთში - 24, ქვემო ქართლში - 9, შიდა ქართლში - 10, გურიაში - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 9, კახეთში - 3, მცხეთა-მთიანეთში - 0, სამცხე-ჯავახეთში - 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495, საიდანაც 1 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 278, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი. 114 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 998 მოქალაქე ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. ამ ეტაპისთვის საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 252 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი, იმყოფება 5 438 მოქალაქე.