კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მორიგ ეტაპზე, დღეიდან, 8 მარტიდან, საქართველოში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნა.
დღეიდან, რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ (შაბათ -კვირის გარდა);
სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით იხსნება;
არასასურსათო საცალო ვაჭრობა მუშაობას გამნაახლებს შაბათ-კვირის ჩათვლით (იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები);
,,კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კოვიდის შემთხვევების შემცირების დადებითი დინამიკა შევინარჩუნოთ, ამიტომ, ისევე როგორც სხვადასხვა საზედამხედველო უწყებები, შრომის ინსპექცია მონიტორინგს განახორციელებს. დარღვევების შემთხვევაში, იურიდიული პირის მიმართ არის ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკური პირის მიმართ 2 ათასი ლარი“, - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.
შეგახსენებთ, კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.