შიდა ქართლი საქართველოს იტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიული ქართლის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. რეგიონში მრავლად გვხვდება ისტორული, კულტურული და მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ძეგლები. აქ ნახავთ როგორც უძველესი კულტურის ნაშთებს, ასევე, შუასაუკუნოვანი ხუროთმოძღვრებისა და მონუმენტური ფერწერის მნიშვნელოვან ნიმუშებს. შიდა ქართლი მრავალფეროვანი და ლამაზი ბუნებით, მინერალური წყლებითა კურორტებითაც მდიდარია. ალპური მდელოები თუ მწვანეში ჩაფლული ტბები და ჩანჩქერები შესანიშნავი მიგნებაა ხეტიალისა და ბუნების სიმშვიდეში განტვირთვის მოყვარულთათვის.
Gmnews-ი გთავაზობთ ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტების ჩამონათვალს, რომლებიც ვფიქრობთ, გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით სხვადასხვა ეპოქის შიდა ქართლის კულტურულ, ისტორიულ ღირებულებებზე და მრავალფეროვან ლანდშაფტზე