ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 823 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 613 ანტიგენით და 4 210 - PCR ტესტით.
ტესტირების შედეგად, ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა საქართველოში შეადგენს 272 998-ს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 193 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 266 886-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 591 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა, აჭარა - 4, იმერეთი - 27, ქვემო ქართლი - 4, შიდა ქართლი - 7, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495, საიდანაც მძიმე პაციენტია 278, მათ შორის, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 77 პაციენტი.