დღეს, 7 მარტს, გორის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსს მიაღწევს, 13 საათიდან გორში გაძლიერდება ქარი - 10 მ/წ.
ღამით ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცემა, ხვალ, 8 მარტს კი ჰაერი მხოლოდ +4 გრადუსამდე გათბება. 8 მარტს, მთელი დღის განმავლობაში ნავარაუდევია ნალექი თოვლჭყაპის სახით.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, გორში არასტაბილური ამინდი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.
უახლოეს დღეებში, ღამის საათებში მოსალოდნელია ყინვა -1, -4 გრადუსამდე.3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში