სამართალი
06.03.2021 15:10
არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, სამართალდამცველებმა გორში მამაკაცი დააკავეს
არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, სამართალდამცველებმა გორში მამაკაცი დააკავეს. როგორც გამოძიებით ირკვევა, მამაკაცის მხრიდან ადგილი ჰქონდა 14 წლის მოზარდთან გარყვნილ ქმედებას. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.
კვირის ამბები