საზოგადოება
05.03.2021 16:06
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ვიზიტორების მატებას მარტის ბოლოდან ელოდებიან

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ჯანდაცვითი რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით  ფუნქციონირებს და ვიზიტორებს უსაფრთხო მომსახურებას სთავაზობს. როგორც GMnews-ს დაწესებულების ხელმძღვანელმა განუცხადა, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ ძეგლებთან ერთად, უფლისციხის მუზეუმმა, ვიზიტორების მიღება პირველ მარტს დაიწყო და ამ დროისთვის, 50-მდე ადგილობრივ ტურისტს უმასპინძლა. ბადრი გასპაროვის თქმით, დამთვალიერებელთა ნაკადის ზრდას მარტის ბოლოდან ელოდებიან.

„როგორც მოგახსენეთ, დადგენილი რეგულაციებისა  და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესრულების გათვალისწინებით, კულტურული დაწესებულება მზადაა დამთვალიერებლებს უსაფრთხო გარემოში უმასპინძლოს, თუმცა, იმ მიზეზით, რომ ჩვენი მუზეუმი ღია მუზეუმების ტიპს განეკუთვნება და ჯერჯერობით, ძეგლის მონახულებისთვის ხელსაყრელი ამინდები არ დამდგარა, დამთვალიერებელთა დიდი ნაკადი არ მიგვიღია. წინა წლების გამოცდილებით, გეტყვით, რომ მარტის ბოლოდან სტატისტიკა მატებისკენ შეიცვლება და ტემპერატურის მატებასთან ერთად,  ვიზიტორების რიცხვიც გაიზრდება,“- აღნიშნა ბადრი გასპაროვმა.

შედარებისთვის გეტყვით, რომ 2019 წელს, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალმა  400 000 უცხოელ და ადგილობრივ ვიზიტორს უმასპინძლა. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, 2020 წელს კი, ეს რიცხვი 21 000-მდე შემცირდა.

კვირის ამბები