სამართალი
05.03.2021 14:23
ენმ-ს გორის რაიონულ ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისის დაზიანების ფაქტზე, გორის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაკავებული ოთხივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს პოლიტიკური მოტივი არ ჰქონდათ, მათ დანაშაული აღიარეს და ჩადენილს ნანობენ, აქედან გამომდინარე, მათ სასამართლოს თითოულ ბრალდებულზე ორიათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ არასაპატიმრო პირობების შეფარდება შესთავაზეს, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 12 აპრილს ჩაინიშნა.
კვირის ამბები